Warning: file_get_contents() [function.file-get-contents]: SSL operation failed with code 1. OpenSSL Error messages: error:1407742E:SSL routines:SSL23_GET_SERVER_HELLO:tlsv1 alert protocol version in /home/newsboom/domains/news.boom.ge/public_html/program/pages/currency.php on line 9

Warning: file_get_contents() [function.file-get-contents]: Failed to enable crypto in /home/newsboom/domains/news.boom.ge/public_html/program/pages/currency.php on line 9

Warning: file_get_contents(http://currency.boom.ge/all_currency.dat) [function.file-get-contents]: failed to open stream: operation failed in /home/newsboom/domains/news.boom.ge/public_html/program/pages/currency.php on line 9
News.Boom.Ge | საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია მოსახლეობას აფრთხილებს
ambebi.ge
24 October 2016, 18:20
"საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია" მოსახლეობას ოდორანტის სუნის შესაძლო გავრცელების შესახებ აფრთხილებს, თუმცა აღნიშნავს, რომ ეს ადამიანის ჯანმრთელობისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს.

როგორც "ინტერპრესნიუსს" "საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიიდან" აცნობეს, ბუნებრივი გაზის ოდორიზების უწყვეტი პროცესიდან გამომდინარე საჭიროა ოდორანტის ტრანსპორტირება შესაბამის გაზგამანაწილებელ სადგურებში. კერძოდ, ხვალ Advertisement You must have Flash Player installed in order to see this player. ოდორანტის ტრანსპორტირება განხორციელდება თბილისში, ნავთლუღის გაზგამანაწილებელი სადგურის მიმართულებით.

"ოდორანტის ტრანსპორტირება ასევე მოხდება შპს "ბორჩალოს" (მარნეულის რაიონი), ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ სასირეთის, შპს "ჩირინა 3"-ისა და ვაზიანის (გარდაბნის რაიონი) გაზგამანაწილებელი სადგურების მიმართულებით. აქედან გამომდინარე, შესაძლოა, ოდორანტის ტრანსპორტირების პროცესში დაფიქსირდეს აღნიშნული ნივთიერების სუნი, თუმცა ეს ადამიანის ჯანმრთელობისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს", - აცხადებს "საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია" და მოსახლეობას შესაძლო დისკომფორტის გამო ბოდიშს უხდის.
წყარო
სიახლეების არქივი
ვალუტის კურსი
[X]
ლარი